სხვადასხვა

IX-XII კლასელთათვის საკვირაო სკოლა “მათემატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ დაიწყო

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „მათემატიკოსის“ თანამშრომლობით საკვირაო სკოლა „მათემატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ დაიწყო, რომელიც განკუთვნილია IX-XII კლასის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის.

საკვიარო სკოლის მიზანია მოსწავლეებისთვის მათემატიკის პრაქტიკული გამოყენების გაცნობა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში. მოწვეული ლექტორები უტარებენ თემატურ ლექციებს ისეთ საინტერესო მიმართულებებზე, როგორიცაა: „მათემატიკა ფინანსების სამყაროში“, „მათემატიკა, გადასახადები და სახელმწიფო შემოსავლები“, “რატომ გვჭირდება გრაფთა თეორია ეკონომიკასა და ბიზნესში?“ , “რას შეისწავლის „თამაშთა თეორია?“ , “რატომ არის მათემატიკა აუცილებელი მიკროეკონომიკაში? ” და “მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში – წრფივი დაპროგრამების ამოცანა ”

სკოლა 31 მაისს დახურვის ცერემონიით დასრულდება, სადაც მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს განვლილ თემებზე. ცერემონიის დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.