“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი იწვევს საჯარო სკოლის პედაგოგებს ტრენინგზე: „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“
ტრენინგი მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:
- გაკვეთილის ეფექტიანი დაგეგმვა
- მიზნების სწორად ჩამოყალიბება
- შეფასების თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება სწავლების პროცესში.
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან შეფასების სამ ძირითად ტიპს – განმსაზღვრელს, განმავითარებელს და შემაჯამებელს, ასევე, SMART მიზნების ფორმულირების პრაქტიკა მონაწილეებს შეაძლებინებს, საკუთარი საგნის კონტექსტში შეიმუშაონ ზუსტი, გაზომვადი და რეალისტური სასწავლო მიზნები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება შესაბამის შეფასებით ფორმებს.
ტრენინგი მოიცავს ორ პრაქტიკულ აქტივობას:
- გაკვეთილის დაგეგმვის შექმნა
- შეფასების რუბრიკის შედგენა
ტრენინგის შედეგი:
ტრენინგის ბოლოს მონაწილეები დაინახავენ, თუ როგორ ქმნიან სწორად დაგეგმვა და შეფასება ერთიან, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს, სადაც მოსწავლე პროგრესს განიცდის და იღებს ხარისხიან უკუკავშირს.
ტრენინგს გაუძღვება: “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ–პროფესორი, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი – მარიამ რამინაშვილი.
თარიღი: 31 მაისს, 10:00 – 14:00 საათზე.
ხანგრძლივობა და ფორმატი: 4 საათი, ლექცია + პრაქტიკული მუშაობა.
რეგისტრაცია: ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია
რეგისტრაციის ფორმა: სარეგისტრაციო
ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.