სხვადასხვა, სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

ტურიზმის კლუბის “კოლხური ნაბიჯების“ ორგანიზებით გურიის რეგიონში შემეცნებითი და დასასვენებელი ტური მოეწყო

2025 წლის 18 მაისს,  “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული ტურიზმის კლუბის “კოლხური ნაბიჯების“ ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, გურიის რეგიონში შემეცნებითი და დასასვენებელი ექსკურსია მოეწყო. ღონისძიების მიზანი  საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს ბუნებისა და კულტურის გაცნობა იყო.

სტუდენტებს გიდობას ტურიზმის კლუბის წევრები უწევდნენ, რომლებმაც წინასწარ მოამზადეს ინფორმაცია ლოკაციების ისტორიულ და ბუნებრივ თავისებურებებზე.

მონაწილეებმა დენდროლოგიური პარკი, მუსიკალური პარკი და წვერმაღალას პარკი დაათვალიერეს.

ბუნებაში მოგზაურობის პარალელურად სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და ახალი გარემო მშვიდ და დადებით გამოცდილებად ექციათ.

დღის ბოლოს გაიმართა რეფლექსიის სესია, სადაც მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებთან ერთად გააზიარეს.

ექსკურსიის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი, რომელიც მთელი პროცესის დაგეგმვასა და ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობდა.

ტურიზმის კლუბი “კოლხური ნაბიჯები” მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას.