2025 წლის 20 ივნისს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია – „The 4th Students’ Medical-Scientific Conference“ გაიმართა, სადაც მომხსენებლებმა დარგში არსებული გამოწვევები თუ მიღწევები წარმოადგინეს.
სტუდენტთა მიერ ჩატარებული კვლევებიდან, გამოიკვეთა სამი საუკეთესო: „Can AI Outperform Human Reasoning in Problem-Based Clinical Scenarios?“; “Addressing Tuberculosis in Georgia: Incidence, Household Contact Risk, Extrapulmonary Challenges, and Clinical Reflections”; “Spina Bifida’s Possible Last Stand in West Georgia’s Evolving Healthcare Landscape” და შესაბამისად, ავტორები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
კონფერენციის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ამაღლება და მათი წახალისება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის; სამეცნიერო კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება; დამოუკიდებელი კვლევის წარმოებისა და მიღებული შედეგების სტრუქტურირებული პრეზენტაციისა და მეცნიერული დაცვის კომპეტენციის ჩამოყალიბება.
სტუდენტთა ნაშრომებზე დაყრდნობით, დაიბეჭდა აბსტრაქტთა კრებული, ხოლო კონფერენციის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.