სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

გარე მობილობა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში – 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური განისაზღვრა.

მობილობის მსურველებმა ელექტრონულ პორტალზე (https://students.emis.ge/) რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (emis.ge) მიერ განსაზღვრულ ვადებში.

ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

  • ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

1.საბაკალავრო პროგრამები სწავლის საფასურია 2250 ლარი:

ბიზნესის ადმინისტრირება 15 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I, III, V,VII სემესტრი
ეკონომიკა 5 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I, III, V,VII სემესტრი
ტურიზმი 15 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I, III, V,VII სემესტრი
სამართალი 15 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I, III, V სემესტრი

 

2.სამაგიტრო პროგრამები  სწავლის საფასურია 2250 ლარი:

ფინანსები 5 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I, III სემესტრი
აღიცხვა და აუდიტი 5 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I, III სემესტრი

 

3.სადოქტორო პროგრამა  სწავლის საფასურია 2500 ლარი:

ეკონომიკა 2 ვაკანტური ადგილი მობილობა გამოცხადებულია I სემსტრი

 

ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ნუსხა:

 

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1. მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება 2025 წლის 12 სექტემბრიდან   15 სექტემბრის ჩათვლით;

ბ)სტუდენტთა კრედიტების აღიარება 2025 წლის 15 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით;

გ)სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება  2025 წლის 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით;

დ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს: 2025 წლის 22 სექტემბრი.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:

ა) განცხადება (ივსება როგორც უნივერსიტეტში,ასევე შესაძლებელია ონლაინ)

ბ)პირადობის დამადასურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ)სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში) მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტურაში);

ე)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების ასლი;

3. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია. 

აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევეაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

4. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა)სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი  ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში), მაგისტრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დოქტორანტურაში)

გ),,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“  ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან).

დ) 1 ფოტოსურატი 3X4 CD დისკთან ერთად.