საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტმა” ბოსნია და ჰერცეგოვინის “აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტთან”  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფართო სპექტრის საერთაშორისო თანამშრომლობას ბიზნესმენეჯმენტის, ტურიზმის, ბუღალტერიის, სამართლისა და მედიცინის სფეროებში.

ხელშეკრულების თანახმად, ორი უნივერსიტეტი განავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს აკადემიური პერსონალის გაცვლის, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, აკადემიური ინფორმაციისა და მასალების ურთიერთგაზიარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობების, საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგების და სპეციალიზებული კურსების ორგანიზების მიმართულებით.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საჯარო, კერძო და ინსტიტუციური ფინანსების მობილიზებას ხარისხის გაუმჯობესებისა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით, რაც მოიცავს ადამიანური და მატერიალური რესურსების განვითარებას, ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ხელშეწყობას, კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას და უნივერსიტეტთშორისი ქსელების გაფართოებას.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტის განათლების მიღების შესაძლებლობას.