“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ფაკულტეტის მხრიდან მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი აქტივობები, სასწავლო პროცესის სრულყოფის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები, ასევე კვლევით პროექტებში აკადემიური და მოწვეული პერსონალის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას, როგორც ფაკულტეტის სტრატეგიული პრიორიტეტს.
შეხვედრის დასრულებისას ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადა, თანამშრომლობისთვის და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
აღნიშნული შეხვედრები საინფორმაციო ხასიათისაა და ტრადიციულად ყოველი სემესტრის დასაწყისში ტარდება.