გიორგი ჭითანავა “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამით ბელგიაში, PXL-ის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობს
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ჭითანავა “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამჟამად ბელგიაში, PXL-ის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობს.
გიორგი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
“გაცვლითი პროგრამა ჩემთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა აღმოჩნდა, ის მაძლევს არა მხოლოდ ახალ აკადემიურ ცოდნას, არამედ ავითარებს ჩემს პროფესიულ კომპეტენციებსაც.
ბელგიაში სწავლის პერიოდი მნიშვნელოვნად მიწყობს ხელს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების გაუმჯობესებაში. “ერაზმუს+” პროგრამა, საგანმანათლებლო გამოცდილებასთან ერთად, სტუდენტებს აძლევს საშუალებას, უკეთ გაეცნონ ევროპულ კულტურასა და ცხოვრების სტილს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდილებას მომავალში კარიერულ განვითარებაში გამოვიყენებ და მოტივაციით გავაგრძელებ პროფესიული მიზნებისკენ სვლას”.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ყოველ სემესტრში ცხადდება სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ( საერთაშორისო პარტნიორები ) . შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო განათლებას მასპინძელ უნივერსიტეტში მთელი სემესტრის განმავლობაში იღებენ, სწავლობენ ახალ გარემოსთან შეგუებას, დამოუკიდებლობას და იძენენ სხვა მნიშვნელოვან პიროვნულ უნარებს.