სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ჟან მონეს მოდულის სკოლა, „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დაიწყო 

20 ოქტომბერს, CUE-ში ოფიციალურად გაიხსნა ჟან მონეს მოდულის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ევროპის ციფრული სტრატეგიის ღირებულებებისა და შესაძლებლობების გაცნობას.

მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა:
1. ციფრული ეკოსისტემები და პლატფორმები
2. ხელოვნური ინტელექტი და მომავლის ტექნოლოგიები
3. ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის გამოყენება ბიზნესსა და ფინანსებში
4. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ციფრული ტრანსფორმაცია
5. შრომის ბაზრის შესაძლებლობები ციფრულ ეპოქაში

პროექტში მონაწილეობენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.

პროექტი მიზნად ისახავს ციფრული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას ახალგაზრდებში, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ.