23 ივნისს, “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის (რუმინეთი) წარმომადგენელს, დოქტორ ანდრეა იგნატს, ერაზმუს+ სწავლების მობილობის პროგრამის ფარგლებშ უმასპინძლა.
დოქტორმა იგნატმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გავლენა საბანკო და ფინანსურ სექტორზე: ინოვაცია, ეთიკა და მომავალი,“ სადაც განიხილა, როგორ ცვლის AI გლობალურ ფინანსურ ლანდშაფტს.
ლექცია დაეყრდნო უახლეს კვლევებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, გამოიკვეთა ტექნოლოგიური განვითარების ეთიკური მხარეები და ადამიანური ფაქტორის ახალი როლი ციფრულ ეკონომიკაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის და ფინანსების პროგრამების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
სესიის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში, განხილულ იქნა თუ როგორ შეიცვლება პროფესიული სფერო ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში.
დოქტორ იგნატის ვიზიტმა გააძლიერა CUE-სა და დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის თანამშრომლობა და გააფართოვა მომავალი სასწავლო ინიციატივების პერსპექტივა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში.