საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია: „მომავლის სამუშაო: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ადამიანური რესურსების მართვა“ გაიმართა

23 ოქტომბერს,  “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტმა” ალბერტას კოლეჯის (ლატვია) დოცენტს სანდრა ტეტერემს უმასპინძლა.

პროფესორმა საჯარო ლექცია თემაზე: „მომავლის სამუშაო: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ადამიანური რესურსების მართვასწაიკითხა

ლექციის ფარგლებში, დოცენტმა ტეტერემ განიხილა, როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ბიზნეს ოპერაციებს, შრომის ბაზარს და სამართლებრივ ჩარჩოებს.

მომხსენებელმა, ხაზი გაუსვა, რომ ციფრული ეპოქა მოითხოვს ახალ ეთიკურ და მმართველობით სტანდარტებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში.დისკუსიისა და ქეისების მეშვეობით მონაწილეებმა ევროპული და ქართული გამოცდილებები შეადარეს ერთმანეთს.