სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

ცხადდება ღია კონკურსი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სტუდენტების შერჩევის მიზნით

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს ღია  კონკურსს  ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (180 ECTS) კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სტუდენტების შერჩევის მიზნით (პროგრამებზე ინდივიდუალურად შეირჩევა თითო “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (240 ECTS) სტუდენტი).  მოცემული შესაძლებლობა არის საშუალება განვითარდეთ პირადად და დაეხმაროთ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში;
  • მონაწილეობამიიღოს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებში მის მიერ აღებული
  • ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით
  • ხელი შეუწყოს პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი პროგრამის  სტუდენტებისათვის გაზიარებას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღოს ექსპერტებთან შეხვედრების პროცესში (საჭიროების შემთხვევაში).

მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება, GPA > 2.6;
  • MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
  • ინგლისური ენის ცოდნა (მეტყველება, წერა) B1 დონე (სასურველია).

კონკურსის დეტალები:

  • კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები:202წლის 10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის  ჩათვლით;
  • დაინტერესებულმაპირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qa@cue.edu.ge;
  • კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
  • კონკურსისმეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი.

გასაუბრების კრიტერიუმები

  • ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა);
  • პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა);
  • მოტივაცია (3 ქულა);
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა);
  • შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა);
  • ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა).

შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.