საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში

2025 წლის 7 ნოემბერს, ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა პოლონეთის კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, დოქტორ ანა სტაშევსკას. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების, ხარისხის უზრუნველყოფის, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტისა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები.

დისკუსიის ფარგლებში, CUE-ის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს უნივერსიტეტის აკადემიური პროფილი, სტრატეგიული მიმართულებები,
სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო კავშირები. დოქტორ სტაშევსკამ ისაუბრა საკუთარ უნივერსიტეტზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მიმართულებაზე— კარდიოლოგიაზე და ფიზიოთერაპიაზე — და აღნიშნა მდგრადი განვითარების მიმართულებით მათი აქტიური საქმიანობა.

ვიზიტმა გზა გაუხსნა ახალი თანამშრომლობას. სტუმარმა შესთავაზა CUE-ს სტუდენტებს სტატიები კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტის სტუდენტურ
ჟურნალში სტატიების უფასოდ გამოქვეყნება, ხოლო აკადემიური პერსონალს კვლევით საქმიანობასა და კონფერენციებში ჩართულობა. შეხვედრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ იქნა დოკუმენტირებული და სტუმარს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ვიზიტის ფარგლებში, დოქტორმა სტაშევსკამ მონაწილეობა მიიღო 8 ნოემბერს ჩატარებულ CUE-ის აკადემიურ კონფერენციაშიც, რამაც კიდევ მეტად გაამაყრა ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა.