19 ნოემბერს, ,,ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ სოციალურ-მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ,,ლიბერთი“ ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ მაკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი და საკრედიტო ექსპერტები, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს ,,ლიბერთი“ ბანკის სტრუქტურა და საქმიანობის მიმართულებები, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია არსებული ვაკანსიებისშესახებ.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები, ხელს უწყობს სტუდენტთა ინფორმირებას დასაქმების არსებულ შესაძლებლობებზე.
,,ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტი“ აქტიურად თანამშრომლობს ,,ლიბერთი” ბანკთან
შეხვედრებს მომავალში პერმანენტული ხასიათი ექნება.