საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები “ერაზმუს+” მობილობით ტოქათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში გაემგზავრებიან

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, სრულად დაფინანსებულ “ერაზმუს+” მობილობით ტოქათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში (თურქეთი) გაემგზავრებიან.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი, წარმატებით შეირჩა “ერაზმუს+ KA171” შიდა კონკურსის შედეგად და ნომინირებული არიან სრულად დაფინანსებულ მობილობაზე Tokat Gaziosmanpaşa University-ში (თურქეთი) 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

ნომინირებული სტუდენტები:

  • Tanwar Vinay
  • Kathuria Kridha
  • Mohd Kaliyar Siddiqui
  • Tejashwini Talasani

“ერაზმუს+ KA171”  პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და მათ დაუფინანსდებათ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად, მათი მობილობის პერიოდი ფინანსურად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროგრამის წესების შესაბამისად.

“ტოქათ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი ახორციელებს 6-წლიან სამედიცინო პროგრამას, რომელიც აერთიანებს საბაზისო სამედიცინო მეცნიერებების ძლიერ თეორიულ საფუძველს და ინტენსიურ კლინიკურ სწავლებას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რომელიც ფაკულტეტის უშუალო სიახლოვეში მდებარეობს.

ფაკულტეტი უზრუნველჰყოფს სამედიცინო სპეციალიზაციის ტრენინგს 20-ზე მეტი მიმართულებითა და თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, რაც ქმნის მდიდარ კლინიკურ გარემოს ჩვენი სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გასაფართოებლად.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +”  საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.