პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები საქართველოს მთიან რეგიონებში – კლიმატგონივრული ტექნოლოგიების პერსპექტივა

კობა არაბული

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)

k.arabuli@seu.edu.ge

 

მალხაზ ღვინჯილია

გეოგრაფიის დოქტორი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)

m.ghvinjilia@seu.edu.ge

 

აბსტრაქტი

საქართველოს მთიანი რეგიონები – როგორიცაა სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი, თუშეთი და სხვა – გამორჩეულია ბუნებრივი სილამაზით, ეკოსისტემური მრავალფეროვნებით, უნიკალური ლანდშაფტებითა და კულტურული მემკვიდრეობით. ამ ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია, თუმცა ამავე დროს ისინი ექვემდებარებიან კლიმატური ცვლილებების მძლავრ გავლენას – რაც მოითხოვს ახალ, მდგრად და გრძელვადიან მიდგომებს ტურიზმის განვითარებისთვის.

კლიმატგონივრული ტექნოლოგიები  გვთავაზობენ სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და კლიმატისადმი ადაპტაციას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ მართვას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას. ეს ტექნოლოგიები მოიცავს:

  • განახლებადი ენერგიის წყაროების (მზის, ქარის, მცირე ჰიდრო და ბიომასის) გამოყენებას, რაც ამცირებს დამოკიდებულებას ფოსილურ საწვავებზე და ამცირებს სათბურის გაზების ემისიებს;
  • ენერგოეფექტური შენობებისა და ტურისტული ობიექტების (კოტეჯები, თავშესაფარი ქოხები) მშენებლობას, რომლებიც ადაპტირებულია მთის კლიმატთან და უზრუნველყოფს რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
  • წყლის რესურსების მართვისა და სანიაღვრე სისტემების გაუმჯობესებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლის დნობისა და მეწყრული ზონების პირობებში;
  • ეკო- და აგროტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, რაც ხელს უწყობს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის გაძლიერებას. შესაბამისად დაცულ ტერიტორიულ სისტემებში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

ინტელექტუალური სატრანსპორტო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის ელექტრომობილების დასატენ მოწყობილობებსა და ციფრულ მარკეტინგულ სისტემებს. არსებულის დანერგვა ეკოგარემოს დაბინძურების მინიმიზაციას უზრუნველყოფს.

კლიმატგონივრული მიდგომების დანერგვა მთიან რეგიონებში ხელს შეუწყობს:

  • ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას – მთიანი რეგიონები გახდებიან მიმზიდველები წლის ნებისმიერ დროს;
  • ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას – ტურიზმი იმუშავებს გარემოსთან ჰარმონიაში და არა მის ხარჯზე;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასა და ეკონომიკურ გაძლიერებას – მდგრადი ტურიზმი ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებას;

საქართველოს, როგორც მწვანე და კლიმატზე ზრუნვის მქონე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას – რაც გაზრდის ტურიზმის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს.

მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას აქვს სერიოზული გამოწვევები, მათ შორის ფინანსური რესურსების დეფიციტი, დაბალი ცნობადობა ტექნოლოგიების შესახებ, ინფრასტრუქტურის არარსებობა და ზოგიერთ შემთხვევაში გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა. ამ პრობლემების დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული მოქმედება, რაც ითვალისწინებს:

  • კლიმატგონივრული საშუალებების მიზნობრივ სტრატეგიულ დაგეგმვას რეგიონულ დონეზე;
  • ბიზნეს სექტორისათვის საინტერესო საინვესტიციო სტიმულების სისტემას;
  • ეკომეგობრული გარემოს, ცოდნის და ტექნოლოგიური ტრანსფერის ხელშეწყობას.

დასკვნის სახით, ტურიზმის კლიმატგონივრული განვითარება საქართველოს მთიან რეგიონებში წარმოადგენს არა მხოლოდ აუცილებლობას კლიმატური რეალობის გათვალისწინებით, არამედ მნიშვნელოვან შესაძლებლობას — შექმნას მაღალი ღირებულების, მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ტურიზმის მოდელი, რომელიც დადებითად იმოქმედებს როგორც გარემოზე, ისე ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.

საკვანძო სიტყვები: მთა, ტურიზმი, კლიმატგონივრული, მდგრადი, სტრატეგია

JEL: Q56; L83; Q54

DOI: 10.52244/c2025.28

სტატია

გამოყენებული ლიტერატურა

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო www.apa.gov.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – საქართველოს ტურიზმის სტრატეგია. 2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები. www.gnta.ge. 2018

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად – სახელმძღვანელო, მეოთხე გამოცემა, 2015

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში. www.gnta.ge. 2023 წ.

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა,  2024 წ., თბილისი

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა. www.saqastat.ge 2019 წ

Academic articles: García, J. et al. (2019). Tourism Impacts on the Sierra Nevada Mountain Ecosystem

Asian Development Bank (2020). Sustainable Tourism Development in the Himalayas

Austrian Federal Ministry for Agriculture, Regions and Tourism

Bätzing W.  The Alps: Human Geography; research articles on vocational education (apprenticeship models) in Austria. (2015).

IUCN – protected area management guidelines.

OECD (2022). Sustainable Mountain Tourism.

Spain Tourism: https://www.spain.info/en/experience/mountain-towns

Swiss Federal Office for the Environment: https://www.bafu.admin.ch

Swiss Tourism: https://www.myswitzerland.com

UNEP. Climate Smart Tourism Guidelines.

UNWTO (2021). Sustainable Mountain Tourism Report https://www.untourism.int/mountain-tourism

UNWTO, Climate Change and Mountain Tourism, 2020

UNWTO, Mountain Tourism and Risk Management, 2020

World Bank, Climate-Smart Tourism in Mountain Regions, 2021

World Bank, From the Alps to the Pamirs: Investing in mountain economies to make people and places more resilient, 2021 https://blogs.worldbank.org/en/europeandcentralasia/investing-in-mountain-economies-to-make-people-and-places-more-resilient

World Bank, Geopolitical Risks in Mountain Regions, 2021

World Bank, Sustainable Mountain Tourism, 2020

Zeng L, Man R.Y., San J..  Economic Development and Mountain Tourism Research from 2010 to 2020: Bibliometric Analysis and Science Mapping Approach. 2022

ჩაწერე საძიებო სიტყვა.