“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სისხლის დონაციის აქცია გაიმართა.
ინიციატივაში აქტიურად ჩაერთნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
აქციის ფარგლებში 20-მდე მოხალისემ გაიღო სისხლი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში და სისხლის ბანკის მარაგების შევსებაში. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სისხლის დონაციის მნიშვნელობის შესახებ.
მედიცინის ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის აქტიურ ჩართულობას საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ საკითხებში.