საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

საერთაშორისო საზაფხულო სადოქტორო სკოლის შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

“ევროპის ცენტრლურ უნივერსიტეტში” საერთაშორისო საზაფხულო სადოქტორო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული შიდა შესარჩევი კონკურსი დასრულებულია. საზაფხულო სკოლა ჩატარდება ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოში, წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტში.

კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ხუთი (5) ადგილი, რომელთაგან ორი (2) ათვისებულ იქნა.

შერჩევის შედეგად საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”; ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები ნინო რაჟამაშვილი და ნინო მაჭავარიანი.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ დოქტორანტებს და უსურვებს ზაფხულის სკოლის , წარმატებით გავლას.