ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და”ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა სამუშაო ვიზიტით “ხორვატიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში – PAR” იმყოფებოდა.
პროფესორმა გოჩა უგულავამ “INCASO” ფორუმის ზამთრის სკოლის ფარგლებში თამაშთა თეორიასა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე ლექციათა სერია ჩაატარა.
ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური ექსპერტიზის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარმოსაჩენად.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას, აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებას და ჩვენი ექსპერტიზის პოპულარიზაციას ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.