საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” კაისერის უნივერსიტეტთან (თურქეთი) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” (CUE) კაისერის უნივერსიტეტთან (თურქეთი) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შეთანხმება მოიცავს ბიზნესის მართვის, ეკონომიკისა და ბუღალტერიის სფეროებს და მიზნად ისახავს აკადემიური გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევებისა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას.

თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, გამოცდილებისა და სასწავლო მასალების გაზიარება, ასევე ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგებისა და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ორგანიზება. პარტნიორობა ასახავს ორივე უნივერსიტეტის საერთო ხედვას აკადემიური ხარისხის, ინოვაციისა და საერთაშორისო ჩართულობის განვითარების მიმართულებით.

ზოგადი შეთანხმების პარალელურად, უნივერსიტეტები უკვე თანამშრომლობენ “ერაზმუს+ KA171” საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში და დაგეგმილია სტუდენტებისა და პერსონალის მობილობები 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან.

აღნიშნული შეთანხმებით კაისერის უნივერსიტეტი გახდა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მე-12 პარტნიორი თურქეთში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს CUE-ის აქტიურ საერთაშორისო სტრატეგიას და თურქულ უნივერსიტეტებთან წარმატებულად განვითარებად თანამშრომლობას.