საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალი “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში ალბერტას კოლეჯს ეწვევა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” (CUE) აკადემიური პერსონალი “ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში ალბერტას კოლეჯში (რიგა, ლატვია) გაემგზავრება.

ორი დაწესებულების მკვლევართა შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის ნიადაგზე, CUE-ის ორი პროფესორი საერთაშორისო აკადემიურ კვირეულს (20–24 აპრილი, 2026) და etECH2026 საერთაშორისო კონფერენციაზეა ოფიციალურად მიწვეული.

მობილობის ფარგლებში პროფესორი ლია გენელიძე და პროფესორი თეა ვალიშვილი ერთობლივად წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც მომზადებულია ალბერტას კოლეჯის ციფრული მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სასწავლო პროგრამის დირექტორის ილზე კრუმინას თანამონაწილეობით. ნაშრომის სათაურია: “მდგრადი ბრენდული კომუნიკაცია და თაობა Z-ის მიდგომები ლატვიასა და საქართველოში: ბრენდის იმიჯის, მესიჯინგის და არჩევანის ფაქტორების შედარებითი ანალიზი”.

აღნიშნული მობილობა ხორციელდება “ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევითი საქმიანობისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაღრმავებას. საერთაშორისო აკადემიური კვირეული პარტნიორ უნივერსიტეტებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, სამეცნიერო კავშირების განმტკიცებისა და მობილობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის პლატფორმას სთავაზობს. etECH2026 კონფერენცია თავის მხრივ, ერთობლივი კვლევების პრეზენტაციისა და ლატვია-საქართველოს აკადემიური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელოვანი ასპარეზია.

CUE განსაკუთრებით აფასებს ალბერტას კოლეჯთან ჩამოყალიბებულ პარტნიორობას და მზადაა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოოს ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და აკადემიური მობილობის პროგრამების გაძლიერების გზით.