26 მარტს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ვორქშოპი “როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის” გაიმართება. ვორქშოპს წარუძღვება მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგიდან”.
ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ:
- ეფექტური და პროფესიონალური CV-ის შექმნის ძირითადი პრინციპები;
- საკუთარი გამოცდილებისა და უნარების სწორად წარმოჩენა;
- დამსაქმებელზე მორგებული რეზიუმეს სტრუქტურირება;
- გასაუბრებაზე წარმატებული კომუნიკაციის ტექნიკები;
- სიმულაციური გასაუბრების საშუალებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
დარეგისტრირდით 25 მარტის ჩათვლით, 16:00 საათამდე:
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/7xQgk12jgfdrjfbL6
ადგილები შეზღუდულია!
თარიღი: 26 მარტი, 14:00 საათი.
სამუშაო ენა: ინგლისური
აუდიტორია: ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცე, აუდიტორია 201
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, აკაკი წერეთლის ქუჩა N13
ვორქშოპი“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ხორციელდება.