პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მორიგი სემინარი გაიმართა
“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში 3 აპრილს მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარზე მონაწილეები გაეცნენ გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი პრინციპების, ასევე განიხილეს გარემოსდაცვითი უფლებამოსილებები, მათ შორის ორჰუსის კონვენციით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებები.
სემინარის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე გარემოს დაცვის სფეროში.
სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში გაიმართა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.