“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში 2026/2027 სასწავლო წლისთვის სტუდენტური მობილობის შიდა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. განაცხადების მიღება 15 აპრილს იწყება და 21 აპრილის ჩათვლით გრძელდება.
მიმღები უნივერსიტეტები:
- წმ. კირილე და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტი (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი) — 2 ადგილი. სასწავლო მიმართულება: ეკონომიკა.
- ხითითის უნივერსიტეტი (ჩორუმი, თურქეთი) — 1 ადგილი. სასწავლო მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესი.
- ალანიის ალაადინ ქეიქუბათის უნივერსიტეტი (ალანია, თურქეთი) — 2 ადგილი. სასწავლო მიმართულება: ტურიზმი.
- ინონუს უნივერსიტეტი (მალათია, თურქეთი) — 1 ადგილი. სასწავლო მიმართულება: ბიზნესი.
- PXL გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ჰასელტი, ბელგია) — 2 ადგილი. სასწავლო მიმართულებები: ბიზნესი, ტურიზმი.
შერჩევის პროცესი და დამატებითი დეტალები:
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპი, 24 აპრილს, 15:00 საათზე, Moodle-ის პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება ინგლისური ენის გამოცდა (B2 დონე).
გამოცდისგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისოდ აღიარებული B2 სერტიფიკატი (IELTS 5.5, TOEFL iBT 72 ან Cambridge B2 First 160) ან უკვე მიღებული აქვთ მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტიდან.
მეორე ეტაპზე, 29 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება გასაუბრება. შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, ხოლო შერჩეული კანდიდატების ნომინირება მიმღებ უნივერსიტეტებში განხორციელდება 30 აპრილს.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 21 აპრილის ჩათვლით (დღის ბოლომდე) შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/4qzLAD6j1i4YJBAt6
მობილობის პროგრამაში მონაწილეობის სრული წესები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.