“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში, კაისერის უნივერსიტეტში (თურქეთი) მოკლევადიანი სადოქტორო მობილობისთვის გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი დასრულდა.
კონკურსში შერჩეული კანდიდატია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლია ხელაძე.
აღნიშნული მობილობა 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდება. მისი მიზანია დოქტორანტის კვლევითი პოტენციალის განვითარება, საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს ლია ხელაძეს შერჩევას და მომავალ მობილობაში წარმატებას უსურვებს.