“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” და ბიოფარმაცევტულ კომპანია “ბიოქიმფარმს“ შორის 17 აპრილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარებას მიკრობიოლოგიისა და ბიომედიცინის მიმართულებით.
თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება და სტუდენტებისა და მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნული პარტნიორობა, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ და ინოვაციური კვლევების განვითარების ხელშეწყობისაკენ არის მიმართული.