სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

სტუდენტთა ოცდამეორე საერთაშორისო კონფერენცია

4 ივნისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა 22-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

საკონფერეციო თემებია:

  • მეწარმეობა
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ფინანსები და აღრიცხვა
  • ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი

სამუშაო ენები:

  1. ქართული
  2. ინგლისური

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კვლევითი უნარების განვითარებას და კვლევითი ინტერესების მქონე ახალგაზრდების დაახლოებას;

კონფერენციაზე თემის წარდგენით სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი კვლევები გაუზიარონ ფართო საზოგადოებას;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე: Google Forms

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 11 მაისი, 2026

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 18 მაისი, 2026

კონფერენციის თარიღი: 4 ივნისი, 2026

ტექსტური ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე

კონფერენციის აბსტრაქტები დაიბეჭდება, ხოლო საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ჟურნალში „ეკონომიკური პროფილი“.

კონფერენციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ სასწავლო პროცესების მენეჯერს –  სალომე პაპავა ( Salome.papava@cue.edu.ge )