2026 წლის 5 ივნისს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის მიმართულებით რიგით მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ბიოსამედიცინო მეცნიერებები;
- კლინიკური მედიცინა;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური
ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ელ–ფოსტის მისამართზე:
MDCONFERENCE@cue.edu.ge.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე:
Google Forms
მნიშვნელოვანი თარიღები:
- აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026
- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 29 მაისი, 2026
- კონფერენციის თარიღი: 5 ივნისი, 2026.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე: დანართი
კონფერენციის შედეგები: * სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება აბსტრაქტთა კრებულში და პრეზენტაციების შედეგად, კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კვლევითი უნარების განვითარებას და კვლევითი ინტერესების მქონე ახალგაზრდების დაახლოებას;