“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ვორქშოფი – “კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა“ გაიმართა.
ვორქშოფის მიზანს მონაწილეებში ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება, გუნდური თანამშრომლობის გაუმჯობესება და კონფლიქტების მართვისა და გადაჭრის პრაქტიკული მეთოდების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრის განმავლობაში მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ აქტივობებსა და სიმულაციურ თამაშებში, აგრეთვე, აქცენტი გაკეთდა, საკუთარი აზრის ეფექტურად გამოხატვისა და სხვების მოსმენის უნარებზე.
ვორქშოფს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგიდან” ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა უძღვებოდა.