20 მაისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა.
სესიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი სალომე შარაშენიძე წარუძღვა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპების შესახებ და გაეცნენ უნივერსიტეტში მოქმედ წესს, რომელიც პლაგიატის გამოვლენის, მისი თავიდან აცილებისა და მსგავს შემთხვევებზე რეაგირების პროცედურებსა და მექანიზმებს არეგულირებს.
ღონისძიების მიზანი სტუდენტებისთვის აკადემიური ეთიკის მნიშვნელობის გაცნობა და სამართლიან, სანდო კვლევით გარემოში მათი ჩართულობის ხელშეწყობა იყო.