“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის თვის აღსანიშნავად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის ყოველწლიურ კვირეულს მასპინძლობს, რომელიც 28–31 მაისს გაიმართება.
ინიციატივა მიზნად ისახავს ემოციური კეთილდღეობის ხელშეწყობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტებს ვიწვევთ საჯარო ლექციაზე: “აკადემიური წნეხი, პროფესიული გადაწვა და პროდუქტიულობა გადაღლის გარეშე“.
ლექციაზე განხილული იქნება აკადემიური წნეხის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციასა და სასწავლო შედეგებზე. ლექციის მიზანია აკადემიურ გარემოში ქრონიკული სტრესის გამომწვევი მიზეზებისა და მისი შედეგების ანალიზი, ასევე იმ პრაქტიკული მიდგომების გაცნობა, რომლებიც მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე უწყობს ხელს.
ლექციას გაუძღვება: მოწვეული ლექტორი ნათია ტაბიძე.
თარიღი: 28 მაისი, 12:00 საათი;
ადგილმდებარეობა: ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი (აუდიტორია 201);
მენტალური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში ლექციათა ციკლი გაგრძელდება “Wellness Days“-ით, საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილი ღონისძიებით, რომელიც ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„Wellness Days“ საერთაშორისო სტუდენტებს სტრესული აკადემიური პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერის, სიმშვიდისა და კომუნიკაციის შესაძლებლობას სთავაზობს. მონაწილეები შეძლებენ, ფსიქოლოგებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს უსაფრთხო, მხარდამჭერ და სრულად კონფიდენციალურ გარემოში.
ლექციას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი ნინო ქარსელაძე.
თარიღი: 29-30-31 მაისი, 16:00, 17:00, 18:00 საათზე.
აუდიტორია N103
ვიზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ერთად.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/8MRotzsn3JSuET2X9