სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრ ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას” შორის თანამშრომლობის ფარგლებში, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორი იოსებ ხუციშვილი ადვოკატებს თემაზე – “ადვოკატის როლი აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე“ შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ადვოკატთა პროფესიული ცოდნისა და ინფორმაციის გაღრმავება წარმოადგენდა, შეხვედრას ქუთაისში მოქმედი ადვოკატები ესწრებოდნენ.

პროფესორმა იოსებ ხუციშვილმა მონაწილეებს მიაწოდა პრაქტიკული მაგალითები, აგრეთვე განიხილეს სამართლებრივი გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება აღკვეთის ღონისძიების განხორციელებისას.