კონფერენცია 2026
საერთაშორისო მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
„ინსტიტუტები, მმართველობა და მდგრადი ეკონომიკური ტრანსფორმაცია“
ჩატარების თარიღი: 7-8 ნოემბერი 2026 წელი
ჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
კონფერენციის ორგანიზატორი:
![]() | ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (ქუთაისი) |
თანაორგანიზატორები:
![]() | ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი) |
![]() | სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე) |
![]() | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი (თბილისი) |
![]() | გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი PAR (ხორვატია) |
![]() | ბიტოლას „წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის“ უნივერსიტეტი, პრილეპის ეკონომიკის ფაკულტეტი (ჩრდილოეთ მაკედონია) |
![]() | ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (უკრაინა) |
კონფერენციის შესახებ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია IGSET 2026 ეძღვნება ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში ინსტიტუციური და მმართველობითი ფაქტორების კომპლექსურ შესწავლას გარდამავალ და განვითარებად ეკონომიკებში. კონფერენცია აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებს - ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, სამართლის, სოციოლოგიისა და საჯარო მმართველობის სფეროებიდან - თანამედროვე გამოწვევებისა და მდგრადი განვითარების მექანიზმების განსახილველად.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის. კონფერენცია უზრუნველყოფს მეცნიერების მრავალდარგოვან პლატფორმას მკვლევარებისა და პრაქტიკოსებისთვის უახლესი ინოვაციების, არსებული ტენდენციებისა და პრობლემების, ასევე პრაქტიკული გამოწვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენისა და განხილვისათვის.
თემატური მიმართულებები
კონფერენცია მიიღებს ნაშრომებს შემდეგი თემატური მიმართულებებით:
- ინსტიტუციური ცვლილებები და შედარებითი ინსტიტუციური ანალიზი
- რეფორმების პოლიტიკური ეკონომია და სტრუქტურული ტრანსფორმაცია
- მმართველობის ხარისხი, სახელმწიფო შესაძლებლობები და რეგულაციური სისტემები
- მაკროეკონომიკური პოლიტიკა ინსტიტუციური შეზღუდვების პირობებში
- სამართალი, რეგულაცია და ეკონომიკური განვითარება
- მდგრადი და „მწვანე“ ტრანსფორმაცია განვითარებად ეკონომიკებში
- განვითარების ეკონომიკა
- შედარებითი პოლიტიკური ეკონომია
- ფინანსები და ფინანსური სისტემები ინსტიტუციურ და რეგულაციურ კონტექსტში
- მენეჯმენტი და ორგანიზაციული მართვა გარდამავალ ეკონომიკებში
- მარკეტინგი, ბაზრის ინსტიტუტები და მომხმარებელთა ქცევა
- ტურიზმის განვითარება, ტურიზმის პოლიტიკა და მდგრადი ტურიზმის მმართველობა
- განათლების პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და უნარების ფორმირება ინსტიტუციური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კონტექსტში
- დარგობრივი ეკონომიკა, სექტორული პოლიტიკა და სტრუქტურული ცვლილებები ინსტიტუციური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კონტექსტში
- სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, აგრარული პოლიტიკა და სოფლის განვითარება ინსტიტუციური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კონტექსტში
- რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები გარდამავალი ეკონომიკების შესასწავლად
- მულტიდისციპლინური მიდგომები ინსტიტუტებისა და მმართველობის კვლევებში
მონაწილეობის ფორმატები
კონფერენციაში მონაწილეობა შეწსაძლებელია დასწრებული ფორმით.
მხოლოდ უცხოელ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, კონფერენციაზე დისტანციურად ჩაერთონ.
კონფერენციის სამუშაო ენებია
- ქართული
- ინგლისური
კონფერენციის რეგლამენტი
- მოხსენება - 12-15 წუთი;
- მსჯელობა/დისკუსია - 8-10 წუთი
მონაწილეობის საფასური
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს ფარავენ თავად.
პუბლიკაციის შესაძლებლობები
კონფერენციამდე ნაბეჭდი სახით გამოიცემა პროგრამა აბსტრაქტების კრებულით.
მოხსენებები ელექტრონული სახით განთავსდება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ინსტიტუციურ საცავში (რეპოზიტორიუმში). თითოეულ მოხსენებას მიენიჭება უნიკალური DOI იდენტიფიკატორი.
შერჩეული ინგლისურენოვანი ნაშრომები რეკომენდებული იქნება გამოსაქვეყნებლად:
- საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სპეციალურ ნომერში (რეცენზირების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში)
- კონფერენციის რეცენზირებულ კრებულში
მნიშვნელოვანი თარიღები
- მოხსენების წარმოდგენა - არაუგვიანეს 20 სექტემბრისა
- შეტყობინება მოხსენების დაშვების/უარყოფის შესახებ - არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა
ნაშრომის წარმოდგენის წესი
- ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თამატიკას.
- ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და/ან წარდგენილი სხვა კონფერენციაზე.
- თანაავტორთა რაოდენობა - არაუმეტეს სამისა, ავტორის ჩათვლით.
- დაიშვება მხოლოდ აკადემიური ხარისხის მფლობელთა ან დოქტორანტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. მაგისტრანტთა და სტუდენტთა ნაშრომები (მათ შორის თანაავტორის სახით) არ დაიშვება.
- ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი (მათ შორის თანაავტორობის ჩათვლით)
ავტორებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ სპეციალურად განსაზღვრული შაბლონის შესაბამისად. ამისათვის აუცილებელია, ჩამოტვირთონ კონფერენციის ოფიციალური გვერდიდან Word-ის ფორმატის შაბლონი, შეავსონ იგი მითითებული სტრუქტურის სრული დაცვით და გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე. წარმოდგენილი ნაშრომი სრულად უნდა შეესაბამებოდეს შაბლონში მოცემულ სტრუქტურას. შაბლონის ფორმატის, სექციების ან სტრუქტურის ცვლილება დაუშვებელია.
ნაშრომი მითითებული ვადების დაცვით უნდა გაიგზავნოს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე: rie@cue.edu.ge
ციტირების წესები
ციტირებისათვის გამოიყენება APA სტილით განსაზღვრული წესები. დამატებით: https://apastyle.apa.org/
ანტიპლაგიატის პოლიტიკა
დაუშვებელია ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება. წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ (საჭიროებისას სამეცნიერო კომიტეტთან კონსულტაციის გზითაც) და ხდება მისი სისწორის დადგენა. პროგრამის მიერ დამთხვევების ზღვრულ დონეზე მეტზე დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და ნაშრომი კონფერენციაზე არ დაიშვება.
გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია მიმართოს სამეცნიერო კომიტეტს ან საორგანიზაციო კომიტეტს და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში გამოქვეყნდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია.
კონფერენციისათვის მოხსენების დაშვების/უარყოფის პროცედურა
მოხსენების კონფერენციაზე დასაშვებად სავალდებულოა ორმაგი ფარული რეცენზირების პროცესის გავლა. რეცენზენტს თითოეული მოხსენებისათვის ირჩევს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებთან კონსულტაციის გზით. რეცენზენტები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები თანხვედრაშია მოხსენების შინაარსთან. ნაშრომი დაიშვება ორი დადებითი რეცენზიის საფუძველზე.
ნაშრომის მითიებული ვადების დაცვით მიღების შემდეგ ხდება ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენა, მისი კონფერენციის თამატიკასთან შესაბამისობის შეფასება. შეუსაბამობის შემთხვევაში მოხსენება აღარ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება ავტორს.
შემდეგი ეტაპია - პლაგიატის შემოწმება სპეციალიზებული პროგრამის მეშვეობით. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსენება აღარ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება ავტორს.
წინასწარი ეტაპების დადებითად გავლის შემდგომ ხდება რეცენზენტების შერჩევა და ნაშრომის მათთვის გადაგზავნა.
წარმოდგენილი დასკვნების განხილვის შემდგომ სამეცნიერო კომიტეტი იღებს შემდეგიდან ერთ-ერთ გადაწვეტილებას, რის შესახებაც ატყობინებს ავტორს:
- მოხსენების დაშვების შესახებ;
- მოხსენების უარყოფის შესახებ;
- შენიშვნების შესახებ
შენიშვნების დადგენის შემთხვევაში ავტორს ეცნობება მათ შესახებ და მიეცემა დრო შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული მოხსენების ხელახლა წარმოდგენისათვის. მიცემულ დროში გადამუშავებული მოხსენების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ის ავტომატურად უარყოფილად ჩაითვლება. გადამუშავებული მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში სამეცნიერო კომიტეტი ხელახლა იხილავს თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული შენიშვნები და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მოხსენების კონფერენციაზე დაშვების ან უარყოფის შესახებ.
ნაშრომის შეფასების მაქსიმალური მნიშვნელობაა - 100 ქულა. დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტები ნაშრომს შეაფასებენ მინიმუმ 60 ქულით შეფასების შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად (თითოეული მაქსიმუმ 20 ქულა, თითოეულ კრიტერიუმში მინიმუმ 10 ქულის შეფასების პირობებში): თემის აქტუალობა; დასკვნების შესაბამისობა მიზნებთან და ამოცანებთან; კვლევის შედეგების მეცნიერული სიახლის დონე; კველვის თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა; ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი
კომუნიკაცია ავტორ(ებ)თან
ავტორთან კომუნიკაცია ხორციელდება მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
მოხსენების ჩაბარების თარიღად ფიქსირდება ავტორის ელექტრონული ფოსტიდან გამოგზავნის დრო.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება კონფერენციის ორგანიზატორთა ელექტრონული ფოსტიდან შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, მიუხედავათ სხვა გარემოებებისა.
ღია მეცნიერების პოლიტიკა
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვას და განვითარებას - კვლევით მონაცემებზე, სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის მეთოდებზე ღია ხელმისაწვდომობას, ასევე კვლევებში ღია კოდის, სტანდარტებისა და ინტერფეისების გამოყენებას. ის იყენებს ღია საგამომცემლო ინსტრუმენტებს კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების გავლენის გასაზრდელად. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევითი მონაცემები, სამეცნიერო პუბლიკაციები და მოხსენებები, აგრეთვე გამოყენებული კვლევის მეთოდები საჯარო და ღიაა. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ პროცესები, საინფორმაციო და მხარდამჭერი სისტემები, სახელმძღვანელო ნორმები FAIR (Findability-Accessibility-Interoperability-Reusability) პრინციპების რეალიზების საშუალებას იძლეოდეს. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ადასტურებს მის მიერ ხელმოწერილი ღია წვდომის ბუდაპეშტისა და ბერლინის დეკლარაციების პრინციპებისადმი მხარდაჭერას და ერთგულებას.
საავტორო უფლებები
ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორ(ებ)ს;
ავტორ(ებ)ი გადასცემენ კონფერენციის ორგანიზატორებს განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას, რაც აგრეთვე მოიცავს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით გამოყენებას, თარგმნას, ვიზუალურ დამუშავებას. ავტორებს რჩებათ უფლება, გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ კონფერენცია, როგორც პირველადი გამოცემის წყარო, იქნება მითითებული.
კონფერენციის მასალებში მოხსენებები განთავსდება Creative Commons Attribution (CC BY) 4.0 ლიცენზიით. რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით; ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს პუბლიკაციას ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია, სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში, წარმოაჩინოს ეს ცვლილებები.
ავტორი პასუხისმგებელია მოხსენების შინაარსზე. სამეცნიერო კომიტეტი და კონფერენციის ორგანიზატორები არ აგებენ პასუხს ავტორების და/ან მესამე პირების მიმართ პუბლიკაციით რაიმე ფორმით მიყენებული ზიანისათვის.
ავტორ(ებ)ის მიერ კონფერენციაზე მოხსენების წარმოდგენა ნიშნავს ზემოთ მოცემულ პირობებთან მათ თანხმობას.
სხვა საკითხები
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა კვლევით საქმიანობაში ეთიკის ნორმებისა და სტანდარტების დაცვას. უნივერსიტეტში შემუშავებულია სოციალურ მეცნიერებებში კვლევითი საქმიანობის ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მოქმედ ნორმებს, შესაბამის ევროპულ კანონმდებლობას, საერთაშორისო კონვენციებსა და დეკლარაციებს, აღიარებს და შეესაბამება ევროპულ კვლევით სივრცეში მიღებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების სულისკვეთებას, ეთიკურ წესებს და სტანდარტებს.
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი თანასწორობის პრინციპს სწავლებისა და მეცნიერების ხარისხის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად განიხილავს. უნივერსიტეტში შემუშავებულია გენდერული თანასწორობის სტრატეგია და გეგმა, რომელიც ემსახურება გენდერული თანასწორობის პრინციპისა და შესაბამისი ღირებულებების სიღრმისეულ და სისტემურ დანერგვის უზრუნველყოფას, როგორც უნივერსიტეტის ინსტიტუციურ, ისე კულტურის დონეზე, სწავლებაში, კვლევასა და უნივერსიტეტის მართვაში. გენდერული თანასწორობის გეგმის სტრუქტურასა და მიდგომაში გათვალისწინებულია ევროპული კომისიის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და ევროპული სამეცნიერო სივრცის ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სპეციფიკაზე, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სწავლების, კვლევისა და ინოვაციის სფეროებში.
საკონტაქტო პირი
გოჩა უგულავა - "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი
ძვი
რფასო კოლეგებო, პატივცემულო მეცნიერებო, მკვლევრებო და სტუმრებო,
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სახელით, ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - IGSET 2026 „ინსტიტუტები, მმართველობა და მდგრადი ეკონომიკური ტრანსფორმაცია”
დღეს მსოფლიო სწრაფი და მრავალმხრივი ცვლილებების წინაშეა, რომლებიც განპირობებულია ტექნოლოგიური პროგრესით, გეოპოლიტიკური განუსაზღვრელობით, ინსტიტუციური რეფორმებითა და სოციალურ-ეკონომიკური რეალობის მუდმივი ცვლილებით. ასეთ პირობებში მმართველობის სისტემების, ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიების კვლევა არა მხოლოდ აკადემიურ მნიშვნელობას იძენს, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის ფორმირებაში.
IGSET 2026 შექმნილია როგორც მულტიდისციპლინური აკადემიური პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და სამეცნიერო ტრადიციის მკვლევრები და პრაქტიკოსები შეძლებენ იდეების გაცვლას, ინოვაციური კვლევების წარმოდგენასა და ღრმა პროფესიულ დისკუსიას იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკების წინაშე დგას. კონფერენცია ეფუძნება საერთო ხედვას, რომ თანამედროვე გლობალური და რეგიონული პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტა შეუძლებელია სამენიერო დისციპლინებს, ინსტიტუტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ კონფერენცია აერთიანებს ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, სამართლის, სოციოლოგიის, საჯარო მმართველობისა და მონათესავე სფეროების სპეციალისტებს. ასეთი ინტელექტუალური მრავალფეროვნება ქმნის შესაძლებლობას სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით უფრო ღრმა ანალიზისთვის, შედარებითი პერსპექტივების განვითარებისა და პრაქტიკულად ორიენტირებული მიდგომების ჩამოყალიბებისთვის.
მსურს განსაკუთრებულად აღვნიშნო ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების მხარდაჭერის მნიშვნელობა. მეცნიერების პროგრესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახალი თაობის უნარზე, შემოიტანოს ახალი იდეები, კრიტიკულად გადააფასოს არსებული მიდგომები და გააფართოოს სამეცნიერო კვლევის საზღვრები. მოხარული ვართ, რომ IGSET -2026 ქმნის სივრცეს, სადაც გამოცდილ მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შორის შესაძლებელია ნაყოფიერი აკადემიური დიალოგი.
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ერთგულია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ისეთი კვლევების მხარდაჭერისა, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და სოციალურ პროგრესს. მსგავსი კონფერენციების მასპინძლობა ჩვენი უნივერსიტეტის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კონფერენციის ფარგლებში დაწყებული დისკუსიები და თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის ახალ სამეცნიერო პარტნიორობებს, ინოვაციურ პროექტებსა და მნიშვნელოვან კვლევით შედეგებს, რომლებსაც გრძელვადიანი გავლენა ექნება.
გმადლობთ, რომ ხართ IGSET 2026-ის ნაწილი და საკუთარი წვლილი შეგაქვთ კონფერენციის წარმატებაში.
პატივისცემით,
პროფესორი გოჩა თუთბერიძე
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორი






