მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებთან საორიენტაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი პრინციპები, აკადემიური რეგულაციები, სტუდენტური სერვისები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრის მეორე ნაწილი პროფესიული და პიროვნული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებზე საუბარს დაეთმო.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც პირველკურსელებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.