საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტი “ერაზმუს+ KA171” საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გივი რობაქიძე სრულად დაფინანსებული საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შეირჩა.

უნივერსიტეტის შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგების საფუძველზე გივი რობაქიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლას ბულგარეთში, “წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში” გააგრძელებს.

მობილობა განხორციელდება “ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, პროფესიული და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

“წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი” ბულგარეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია და აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ უნივერსიტეტებთან საერთაშორისო მობილობისა და აკადემიური პარტნიორობის მიმართულებით.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს გივი რობაქიძეს, ამ მიღწევას და წარმატებებს უსურვებს საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში.