პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში 22 მაისს მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარის ფარგლებში, მოსწავლეთა მონაწილეობით სამოქალაქო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
სემინარის მეორე ნაწილში, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ნინო ხარაბაძემ მოსწავლეებს „ციფრულ სივრცეში“ ჩადენილი დანაშაულების შესახებ სემინარი ჩაუტარა.
მომხსენებელმა კიბერდანაშაულის გავრცელებული სახეებისა და კიბერდანაშაულის ყველაზე გავრცელებული ფორმების შესახებ ისაუბრა.
სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა.
პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.