სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” Andersen Georgia-თან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” Andersen Georgia-თან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აქტუალურ სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებს  შეეხებოდა.

ლექციის მიზანს მოწვეული სტუმრებისთვის პრაქტიკული და პროფესიული ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მცირე და საშუალო ბიზნესში ყველაზე გავრცელებული საგადასახადო შეცდომები, მათი პრევენციის გზები, ასევე შრომითი დავების თავიდან აცილების ეფექტიანი მექანიზმები.

ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია და პროფესიული რეკომენდაციები ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული გამოწვევების სამართავად.

ღონისძიებას Andersen Georgia-ს ადვოკატები: ლაშა ადამაშვილი, გიორგი ხანჯალიაშვილი და მარიამ ბიბილური უძღვებოდნენ.

ლექცია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ჩატარდა.