სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მენტალური ჯანმრთელობის კვირეული გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის თვის აღსანიშნავად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის ყოველწლიურ კვირეულს უმასპინძლა, რომელიც 28–31 მაისს გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, საერთაშორისო სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია: “აკადემიური წნეხი, პროფესიული გადაწვა და პროდუქტიულობა გადაღლის გარეშე” ჩატარდა.

ლექციას უძღვებოდა მოწვეული ლექტორი ნათია ტაბიძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები აკადემიური წნეხისა და ქრონიკულ სტრესის გავლენის შესახებ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციასა და სასწავლო შედეგებზე.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აკადემიურ გარემოში არსებული სტრესის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები, ასევე ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც სტუდენტებს ეხმარებათ მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევაში კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან ერთად.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის კვირეულის ფარგლებში აქტივობები გაგრძელდა “Wellness Days”-ით, რომლის მიზანიც საერთაშორისო სტუდენტების ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათთვის უსაფრთხო, მხარდამჭერი სივრცის შექმნა იყო. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური კონსულტაციებით კონფიდენციალურობის დაცვით.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს.