მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი – ” სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები  სამედიცინო განათლებაში” გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი – ” სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები  სამედიცინო განათლებაში” ჩატარდა.

შეხვედრის  მიზანს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლება და სწავლების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა წარმოადგენდა. ტრენინგს მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე უძღვებოდა.

სესია ინტერაქციულ ფორმატში  წარიმართა და მონაწილეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პრაქტიკული შემთხვევები, პროფესიული გამოცდილება და სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრის გზები.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.