პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ბიზნესგარემოს სრულყოფის ტენდენციები საქართველოში

გოდერძი შანიძე,

ბიზნესისა და მართვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის ცენტრალური  უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

goderdzi.shanidze@unik.edu.ge

 

აბსტრაქტი

საქართველოში, ბოლო წლების მონაცემებით, ბიზნესგარემო საგრძნობლად გაუმჯობესდა და ბიზნესის წარმოება ძალიან გამარტივებულია, რასაც მოწმობს ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ ანგარიშში „Doing Business“-ის ვებ გვერდიდან, 2024 წლის მონაცემებით საქართველოს მე-7 ადგილი უკავია 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით და 5 წელია იგივე პოზიციას ინარჩუნებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელია.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 448.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 6.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 804.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7 356.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანიის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ასახელებს.

გამოკითხულთა ბიზნესებიდან 76,8% მთავარ გამოწვევად პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს, მეორე ადგილზეა სამუშაო კადრების დეფიციტი 65,9%. მესამე ადგილს კი არაეფექტიანი სასამართლო სისტემა იკავებს 58 %-ით. კვლევაში მოცემულია ასევე, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა მშპ-ს დანაკარგში 26 %-ია წლიურად.

2024 წელს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 21.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 764.2 ათასი კაცი შეადგინა, გასული წელზე  3.0 პროცენტით მეტი.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

⦁ მშენებლობა

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

ჩვენი ქვეყნის მიზანი უნდა იყოს მოქალაქეების ცნობიერების დონის ამაღლება. განვითარებული საზოგადოება კი, ძლიერი  კერძო სექტორის საწინდარია. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნეს სექტორის გაძლიერებაში და სასურველი ბიზნესგარემოს ფორმირებაში  სახელმწიფოს დიდი როლის თამაში შეუძლია. სახელმწიფო ვალდებულია ბიზნეს სექტორს შეუქმნას საუკეთესო გარემო, სათანადო პირობები და წაახალისოს იგი, რადგანაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარება ხელ უწყობს ეკონომიკურ ზრდას, საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიუჯეტის ზრდას და ა.შ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ  დასკვნებსა და რეკომენდაციებზე:

  1. ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის განცდით.
  2. ქვეყნის ეკონომიკა მაშინ იქნება მყარი და ბიზნესის განვითარება სტაბილური, როცა ქვეყანაში არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გავზრდით საკუთარი პროდუქციის წარმოებას.
  3. პროფესიონალი სამუშაო ძალის დეფიციტი და არაკვალიფიციური კადრების სიმრავლე – საქართველოს შრომის ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მის გამოსასწორებლად საჭიროა სისტემური მიდგომა.
  4. იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესგარემო, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მოქმედება: პირველ რიგში, საჭიროა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ტექნოპარკების, სტარტაპ ჰაბებისა და ბიზნეს ინკუბატორების შექმნას და რეგიონებში მათი ხელმისაწვდომობის ზრდას.

 

საკვანძო სიტყვები: ბიზნესგარემო; ეკონომიკური პოტენციალი; ბიზნესსექტორი; ეკონომიკური სტაბილურობა; ბიზნესის განვითარების პოტენციალი;

JEL:   E60; L26; J24

DOI: 10.52244/c2025.37

სტატია

გამოყენებული ლიტერატურ

ტყეშელაშვილი შ. „პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა EU -ის ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე“ 13.03.2025 წ.

ჯგერენაია ა. „ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“ 2025 წ.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ ანგარიში  2024 წ. doing business https://archive.doingbusiness.org/en/data/doing-business-score

BAG ინდექსი 2025 წ. https://bag.ge/ge/bag-index

PMCG and ISET Policy Institute “Unlocking Georgia’s Export Potential to the European Union” 2025.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო https://www.economy.ge/

აწარმოე საქართველოში https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka

ჩაწერე საძიებო სიტყვა.