პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ეკონომიკური კეთილდღეობის („გამართული ყოფის“) უზრუნველმყოფი ქმედებები და ეროვნული ტრადიციები (ეთნოგრაფიული სიტყვა-თქმების და ტერმინების მიხედვით)

დავით შავიანიძე

ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

david.shavianidze@atsu.edu.ge

 

გიორგი ღავთაძე

პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

george.gavtadze@atsu.edu.ge

 

აბსტრაქტი

თანამედროვე პირობებში ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ეროვნული ტრადიციებთან და მათგან გამომდინარე ინდივიდუალური ქმედებებთან ერთად გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები: რესურსებზე წვდომა, შემოსავლების უთანასწორობა და სოციალური დაცვა, ფინანსური წიგნიერება და ასე შემდეგ.

საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთგანმაპირობებელი ქმედებები, ყოველთვის იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობისთვის და, არამარტო, ეკონომიკურ ასპექტში. თანამშრომლობისა და რისკების გაზიარების კულტურა, ინკლუზიურობა, სამართლიანი დაბეგვრა, გენდერული თანასწორობა და სხვა, უზრუნველყოფდა არა მხოლოდ ქვეყნის ძლიერი ეკონომიკისა და ოჯახის „გამართული ყოფის“ საფუძველს (ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მომტანი პროდუქტიულობისა და საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობით), არამედ აყალიბებდა ეროვნულ ცნობიერებასა და ქმნიდა სახელმწიფოებრიობის საფუძველს.

იმის გასაგებად, აუმჯობესებს, თუ არა პოლიტიკა ცხოვრებას, ჩვენ უნდა გავიხედოთ „მშპ-ს მაჩვენებელს მიღმა“ და განვიხილოთ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების უფრო ფართო სპექტრი ადამიანებისთვის. ეს, ასევე, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის და რა ამოძრავებს მათ ქცევას.

ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია საკითხის ისტორიულ ჭრილში განხილვა, რაც პროცესსა და მის შედეგებზე დაკვირვების შესაძლებლობას მოგვცემს.

საჭიროა შევისწავლოთ ის ინდიკატორები, რომლებითაც ფასდებოდა ინდივიდების, ოჯახების, საზოგადოების, სახელმწიფოს და, რაც მთავარია, მომავალი თაობების კეთილდღეობა, განსაკუთრებით, ღრმა ცვლილებებისა და ტრანსფორმაციების დროს. სწორედ ეს გახდა კვლევის მიზანი წინამდებარე სტატიის ფარგლებში.

მიზნის მისაღწევად, გამოყენებულ იქნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოპოვებული ეთნოგრაფიული (რწმენის ამსახველი, „სახლი-სახლობის“, „დაცვითი“, „შრომის, წარმოების ალღოიანად მართვის“, ტრაპეზობის, „უფროსის ლუკმის“ „ერთი ჯამის“ შესახებ და სხვა) მასალები, რომლებიც ასახავენ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მკვიდრთა სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას, მეურნეობრიობის გაძღოლის ისტორიულ გამოცდილებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და სხვა თანამდევი, ყოფითი საკითხების დარეგულირების გამოცდილებას, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში.

 

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური კეთილდღეობა; ეროვნული ტრადიციები; სოციალური კაპიტალი; ეთნოგრაფიული ანალიზი; ინკლუზიური განვითარება

 

JEL:   I31; Z13; N35

DOI: 10.52244/c2025.36

სტატია

გამოყენებული ლიტერატურა

 

აბზიანიძე ზ. ელაშვილი ქ. (2011),სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., „ბაკმი“, 2011

აბულაძე ი. (1973), ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები). თბ., „მეცნიერება“, 2008

ბერიძე ვ. (1912), სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912

გუსტავ ლე ბონი, ბრბოს ძირითადი მახასიათებლები და მისი მენტალური ერთობის ფსიქოლოგიური კანონი, https://akti.ge/2024/12/14/

თუმანიშვილი დ. (1909), ქართული „დარბაზის და სატაძრო ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის”. საქართველოს სიძველენი, ტ. II, თბ., 1909. გვ. 25-34

ლეჟავა ს. (2019), დარბაზის სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზის ცდა. საქართველოს სიძველენი. თბ., 2019

ლომსაძე-კუჭავა მ. (2006), საბაზრო ეკონომიკა. თბ., „სტუ გამომცემლობა“, 2006

ნადირაძე ე. (2019), „ქართული დარბაზულ ერდოგვირგინიანი სახლი“. საქართველოს სიძველენი. თბ., 2019

ოსაძე თ. (2025), „ღარიბები“ საქართველოს ეკონომიკურ სისტემაში”. ავტორეფერატი ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ქუთაისი, 2025

საქართველოს სიძველენი, (1909), ექვთიმე თაყაიშვილის რედაქციით. ტ. II, თბ., 1909

სურგულაძე ირ. (2003), მითოსი, კულტი რიტუალი საქართველოში. თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2003

Сумбадзе Л. 1960,  Грузинские дарбази, Тб., 1960;

უზნაძე  დ. (1949), განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, თბ., 1994

ფუტკარაძე, ტ., შავიანიძე, დ. (2011), „ქართველთა შობა ახალი წელი და მეკვლე“. ქართველური მემკვიდრეობა, ტომი XV. 2011. გვ. 247-267

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. რედ. რ. მეტრეველი. 2011. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=4366

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, https://www.ena.ge/explanatory-online

ქევხიშვილი ალ. ქართული სუფრა ტრანსფორმაციის მომენტში, https://studentresearch.iliauni.edu.ge/qarthuli-suphra-transphormatsiis-protsesshi/

ღლონტი ა. (1974), ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბ., „განათლება“, 1974 http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=56&t=57175

ჩიქოვანი თ. (1955),

ჩიქოვანი თ (1967), ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან. თბ., 1967

ჩუბინაშვილი გ (1926-1917), ქართლის დარბაზი, ნაკვ. 1-4. ტფ., 1926-1927;

ჭინჭარაული ნ.  საუბრები თემაზე: „დარბაზი“. https://www.georgianart.ge/index.php/ka/2010-11-29-22-37-55/164-2014-06-05-09-57-08.html

ჭიაბრიშვილი ნ. (2009), „წარმოსახვის როლი თემის “საოჯახო ეკონომიკა და გენდერი” სწავლებისას“, https://geoeconomics.ge/?p=4095

ჩაწერე საძიებო სიტყვა.