პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

კომპანიის მდგრადობა და მომხმარებლის როლი მის წარმატებაში

ნარგიზა ქარქაშაძე

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

nargiza.karkashadze@atsu.edu.ge

 

სერგო ჩაკვეტაძე

მოწვეული ლექტორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

sergichakvetadze0@gmail.com

 

შურა უკლება

მოწვეული ლექტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

shura.ukleba@atsu.edu.ge

 

 

აბსტრაქტი

დიდი ხანია, რაც თანამედროვე მარკეტინგის ფოკუსი პროდუქტიდან მომხმარებელზე გადავიდა. ასეთი რეალობა განსაზღვრავს კომპანიის მაქსიმალურ ორიენტაციას მომხმარებლისა და მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დღევანდელი რეალობა საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ კომპანიის მდგრადობა და ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მასზე. ასევე ის კომპანიები, რომლებმაც დიდი შეცდომების გამო დაკარგეს ბაზრის პოზიცია. ან პირიქით, განვიხილავთ მსხვილი ფირმების გამოცდილებას, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას. ასეთი ფაქტები საუკეთესო გაკვეთილია იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ჯერ არ იციან, როგორ მოახერხონ მომხმარებელზე ფოკუსირება და შემდეგ შეინარჩუნონ თავიანთი კუთვნილი ადგილი ბაზრის სივრცეში, კონკურენტებს შორის. ნაშრომი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, ვინ არიან რეალური მომხმარებლები, რატომ ყიდულობენ ისინი პროდუქტებს და რა კრიტერიუმებით ირჩევენ საქონელს. ასევე წარმოდგენილია, რა სურთ მომხმარებლებს და რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიისთვის მათი დაკმაყოფილება და შენარჩუნება.

სტატიაში წარმოდგენილია ჩვენი კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ კომპანიის მდგრადობის შესანარჩუნებლად მომხმარებელზე ორიენტაცია კომპანიის მთავარი მისია უნდა იყოს. გამოკითხულთა უმეტესობა ასევე თვლის, რომ ინოვაციის დანერგვა შეიძლება იყოს ფირმის წარმატების ერთ-ერთი საუკეტესო გზა, მაგრამ ისიც ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებლის საჭიროებებზე.

და ბოლოს, შემოთავაზებული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება დაეხმარება კომპანიას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლების შენარჩუნების საქმეში. რაც ბაზარზე ხელს შეუწყობს კომპანიის მდგრადობის გამყარებას.

 

საკვანძო სიტყვები: მომხმარებელთა კმაყოფილება, ინოვაციურობა, მომხმარებელთა მოთხოვნილებებზე ორიენტირებული კომპანია.

JEL:   M31; D91; O31

DOI: 10.52244/c2025.38

სტატია

გამოყენებული ლიტერატურა

Roger D. Blackwell, Paul W. Miniard, James F. Engel –Consumer Behavior -10th edition, Thomson South_Western, 2007; 944c;

Nielsen Media Research  https://en.wikipedia.org/wiki/Nielsen_Media_Research

Szyndlar M.,  https://survicate.com/customer-satisfaction/importance-customer-satisfaction – 2021 December.

Apple Inc. https://en.wikipedia.org/wiki/Apple_Inc.#Marketing

Khadka k., &Maharjan S., Customer satisfaction and customer loyalty, 2017 https://www.scirp.org/reference/referencespapers?referenceid=3040383

Survicate  https://survicate.com

ჩაწერე საძიებო სიტყვა.