პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტთა ხედვები მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების ურთიერთქმედებაზე: გამოწვევები და პერსპექტივები

ნინო გვარამაძე

პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი

nino.gvaramadze@eu.edu.ge

 

აბსტრაქტი

ნაშრომში გამოკვლეულია   მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტების ხედვა მდგრადი განვითარების მიზნებსა  და მოქალაქეობის სწავლების ურთიერთკავშირის შესახებ. რა გამოწვევები და წინააღმდეგობები აქვთ მათ ამ მიმართულებების ინტეგრირებულ გააზრებაში და რა პერსპექტივები არსებობს მათი სინთეზის გასაძლიერებლად.

დღეს, როდესაც გლობალური გამოწვევები – კლიმატის ცვლილება, სოციალური უთანასწორობა და დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი – ყოველდღიურად მწვავდება, მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ურთიერთქმედების გააზრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ პროცესში მასწავლებლებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ, რადგან ისინი ახალი თაობის პასუხისმგებელი მოქალაქეების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ როგორ აღიქვამენ მოქალაქეობის მომავალი მასწავლებლები მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების კავშირს.

გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია, რომლის მონაცემებიც შეგროვდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. ამან შესაძლებელი გახადა როგორც საერთო ტენდენციების, ისე ინდივიდუალური აღქმის გამოვლენა. კვლევაში მონაწილეობდა ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის მოქალაქეობის მიმართულების 28 სტუდენტი, მოქალაქეობის მომავალ მასწავლებელთა ორი ჯგუფი 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში. მათგან რვა მონაწილეს პროგრამაში შესვლამდე ჰქონდა სწავლების მცირე გამოცდილება.

კვლევამ გამოავლინა სტუდენტთა განსხვავებული წარმოდგენები მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ურთიერთქმედებაზე, თუმცა საერთო ტენდეციაა, რომ მომავალი მასწავლებლები კარგად ხედავენ მდგრადი განვითარების ადგილს მოქალაქეობის სწავლებაში და თითქმის ვერ  ხედავენ მოქალაქეობის სწავლების მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. შედეგები მნიშვნელოვანია მასწავლებლის მომზადების პროგრამების გაუმჯობესებისთვის, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებისთვის.

კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლები სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ როლს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რისთვისაც აუცილებელია მათი დახმარება მომზადებისას და პროფესიული განვითარებისას.

შემუშავებულია რეკომენდაციები  მასწავლებლის მომზადების პროგრამისთვის მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების ურთიერთქმედების სტუდენტთა მიერ აღქმის გაძლიერების მიზნით.

საკვანძო სიტყვები: მოქალაქეობა, განათლება, მდგრადი განვითარება, უნივერსიტეტი, მასწავლებელი.

JEL:   I21; I28; Q01

DOI: 10.52244/c2025.41

სტატია

 

გამოყენებული ლიტერატურა

ბლიაძე მ, მდგრადი განვითარების მიზნები, თბილისი 2022 https://educationhouse.ge/open_news/1139

Koskela T., Karkkainen S. Student Teachersí Change Agency in Education for Sustainable Development (2021). Journal of Teacher Education for Sustainability, Volume 23(1), 84-98 https://www.researchgate.net/publication/353327658_Student_Teachers’_Change_Agency_in_Education_for_Sustainable_Development

Competencies for Democratic Culture Living together as equals in culturally diverse democratic societies, Council of Europe 2016 https://www.coe.int/en/web/reference-framework-of-competences-for-democratic-culture/model

Global Citizenship Education Topics and Learning Objectives, UNESCO 2015 https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000232993

ჩაწერე საძიებო სიტყვა.