მარინე მარინაშვილი
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
marine.marinashvili@atsu.edu.ge
აბსტრაქტი
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის „ნორმატიული შინაარსის“ არაკონსტიტუციურად ცნობა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, თუმცა მისი გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და დაბალანსებულ მიდგომას, რათა არ მოხდეს სასამართლოს მიერ კანონმდებლის უფლებამოსილებაში არაპროპორციული ჩარევა. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის როლი არ ნიშნავს, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ ცალკეულ ნორმატიულ აქტებში ახალი დებულებების პირდაპირი ჩაწერის აკრძალვით შემოიფარგლება. ხშირად საკონსტიტუციო სასამართლო აწყდება ფაქტს, როდესაც პრაქტიკაში კანონის ინტერპრეტაცია და გამოყენება, მიუხედავად ტექსტის ფორმალური კონსტიტუციურობისა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს. ამგვარ ვითარებაში სასამართლოს ევალება უზრუნველყოს ეფექტიანი კონსტიტუციური კონტროლი ისე, რომ არ დაარღვიოს ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპი. საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ამ დრომდე არ არსებობს მკაფიო და ერთიანი კრიტერიუმები/სტანდარტი ნორმის „ნორმატიული შინაარსის“ კონსტიტუციურობის შესაფასებლად, რაც იწვევს გაურკვევლობას და ზრდის სასამართლოს მხრიდან სუბიექტური შეფასებების რისკს. ნაშრომში, აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სამართლის პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილია სახელმძღვანელო კრიტერიუმები, რომლებიც მიზნად ისახავს ნორმის „ნორმატიული შინაარსის“ არაკონსტიტუციურად ცნობის ერთიანი სტანდარტის დადგენას და სასამართლო პრაქტიკის გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის გაზრდას.
საკვანძო სიტყვები: საკონსტიტუციო სასამართლო, ნორმატიული შინაარსი, საკონსტიტუციო კონტროლი, ნეგატიური კანონმდებელი, სამართლებრივი ინტერპრეტაცია, სასამართლო სტანდარტები
JEL: K10; K40; H11
DOI: 10.52244/c2025.44
გამოყენებული ლიტერატურა
Differences Between Facial and As-applied Challenges to the Constitutinality of a Statute, BonaLaw Antitrust & Competition, May 21, 2020, https://www.bonalaw.com/insights/legal-resources/differences-between-facial-and-as-applied-challenges-to-the-constitutionality-of-a-statute
Erwin Chemerinsky, Constitutional Law: Principles and Policies, Aspen Publishers / Wolters Kluwer, 2023
Takis Tridimas and Giulia Gentile, The Essence of Rights: An Unreliable Boundary?, Cambridge University Press, 2019
William N. Eskridge, Philip P. Frickey & Elizabeth Garrett, Cases and Materials on Legislation and Regulation: Statutes and the Creation of Public Policy, West Academic Publishing, 6th Edition, 2020
Wolf Sauter, Proportionality in EU Law: A Balancing Act?, TILEC Discussion Paper, January 25, 2013
ბ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება, 2007
დ. აბესაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა – თეორიული დაკვირვებანი და პრაქტიკული გამოწვევები, საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი, გამოცემა N1 / 2023
დ. გეგენავა, პ. ჯავახიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: პოზიტიური კანონმდებლობის მცდელობა და გამოწვევები, ლადო ჭანტურია 55, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
მ. უგრეხელიძე, ბ. ქანთარია, კონსტიტუციონალიზმი, მიღწევები და გამოწვევები, გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი, 2019
პ. ჯავახიშვილი, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებათა საკონსტიტუციო კონტროლი: სამხრეთ კავკასის სახელმწიფოების გამოცდილება და პერსპექტივები, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, სამართლის ჟურნალი N1, 2016
პ. ჯავახიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ფაქტობრივი რეალური კონტროლი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, სამართლის ჟურნალი N1, 2017
საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/1/477 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განჩინება საქმეზე №3/4/1607, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო 2015 წლის 4 მარტის სასამართლოს გადაწვეტილება საქმეზე N 1/2/552 „სს ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი (31.01.1996)