პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” Andersen Georgia-თან თანამშრომლობით საჯარო ლექცია გაიმართება

2:00 pm

21/05/2026

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” Andersen Georgia-თან თანამშრომლობით 21 მაისს საჯარო ლექცია გაიმართება.

ლექციის ძირითადი თემებია:

  • მცირე და საშუალო ბიზნესში გავრცელებული საგადასახადო შეცდომები
  • შრომითი დავების პრევენციის მექანიზმები

ლექციის მიზანია სტუდენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის  შესახებ აქტუალური საგადასახადო საკითხებისა და შრომითი ურთიერთობების მართვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება. ღონისძიება დაეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ ყველაზე გავრცელებული საგადასახადო შეცდომები, მათი თავიდან აცილების გზები და გაეცნონ შრომითი დავების პრევენციის ეფექტიან მექანიზმებს.

ლექცია ასევე, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის პარტნიორი ბიზნესკომპანიებისთვის პრაქტიკულად გამოსადეგი ინსტრუმენტების გაზიარებას რისკების შემცირების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის სამართლებრივად გამართულ და სტაბილურ განვითარებას.

საჯარო ლექციის  მომხსენებლები არიან:

  • ლაშა ადამაშვილი – საგადასახადო და საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი
  • გიორგი ხანჯალიაშვილი –  საქართველოს საგადასახადო მენეჯერი
  • მარიამ ბიბილური – იურისტი
ჩაწერე საძიებო სიტყვა.