“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა გრიგოლაშვილმა ბელგიის ქალაქ ჰაზელტში, PXL University of Applied Sciences and Arts-ში “ერაზმუს+” კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში დეკანმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
პროგრამის ფარგლებში ფაკულტეტის დეკანმა, PXL-ის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია, ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ თანამედროვე აკადემიურ ხედვებს, დისკუსიაში ჩართულიყვნენ და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
“ერაზმუს+” აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების ხარისხის განვითარებას.