“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 9 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ სტუდენტების გაცვლას სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და კონფერენციების ორგანიზებას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა ერთობლივი აკადემიური აქტივობის განხორციელებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებაში.
დოკუმენტს ხელი "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის" რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს.