საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტები ბელგიაში, “PXL გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში” იმყოფებოდნენ

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” 10 სტუდენტი “ერაზმუს+”  პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული BIP (Blended Intensive Programme) პროექტით ბელგიის ქალაქ ჰაზელტში, PXL University of Applied Sciences and Arts-ში იმყოფებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ტურიზმისა და მენეჯმენტის მიმართულების ლექციებს, გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო აკადემიურ გარემოში.

სასწავლო პროცესის პარალელურად სტუდენტები შეხვდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სადაც გაეცნენ რეგიონში ტურიზმის განვითარების პრაქტიკულ მიდგომებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებმა ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად იმუშავეს ერთობლივ პროექტებზე სხვადასხვა თემატიკის ფარგლებში და წარმოადგინეს პრეზენტაციები, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდა მათი აკადემიური და პროფესიული განვითარებისათვის.

მსგავსი საერთაშორისო პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოონ ცოდნა, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და დაამყარონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტები.