სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მორიგი სემინარი გაიმართა

13 მარტს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში მორიგი სემინარი ჩატარდა.

სემინარის თემას წარმოადგენდა სახელმწიფოსა და სამართლის არსის განხილვა. ასევე, სამართლის სფეროების მიმოხილვა.

სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში გაიმართა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულად წარიმართა.

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.