სხვადასხვა

საკვირაო სკოლა “მათემატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა“ და აიპ “მათემატიკოსის“ ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის 3-31 მაისის ჩათვლით ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში საკვირაო სკოლა “მათემატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ იწყებს ფუნქციონირებას

სკოლა განკუთვნილია IX-XII კლასის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა მათემატიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ეკონომიკასა და ბიზნესში.

ლექციების თემატიკაა:

მათემატიკა ფინანსების სამყაროში – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორი;

მათემატიკა და გადასახადები და სახელმწიფო შემოსავლები – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თეონა გრიგოლაშვილი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის დეკანი;

რატომ არის მათემატიკა აუცილებელი მიკროეკონომიკაში? – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე, სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილის“ მთავარი რედაქტორი;

რას შეისწავლის „თამაშთა თეორია?“ – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში – წრფივი დაპროგრამების ამოცანა – ინფორმატიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაგოშიძე, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;

რატომ გვჭირდება გრაფთა თეორია ეკონომიკასა და ბიზნესში? – ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჯინჯიხაძე, პროგრამისტი.

რეგისტრაციის ვადები: 2025 წლის 14 – 30 აპრილი

სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/Mx3ZN

ვრცლად სკოლის შესახებ: https://shorturl.at/Cc5MF